სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა. ამის შესახებ საზოგადოებრიბრივი მაუწყებელი ფრანგულ გამოცემა Le monde-ზე დაყრდნობით წერს.
ფრანგული გაზეთის ვებგვერდზე განმარტებულია, რომ საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, მოქმედ ლიდერს ელისეის სასახლეში ესტუმრა, სადაც ემანუელ მაკრონმა მის წინამორბედს საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მისი სახელით დასწრება დაავალა.
აღნიშნულ ცნობას გამოცემა Le Monde ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი წინამორბედ, ნიკოლა სარკოზისთან ახლო ურთიერთობას ძველებურად განაგრძობს.
Le Monde ელისეის სასახლეზე დაყრდნობით წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საფრანგეთის სახელით ნიკოლა სარკოზის დასწრება სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, რადგან 2008 წლის ომის დროს ნიკოლა სარკოზი შუამავალი იყო.