ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

დედაქალაქის მერია უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა საღი ხეები.

მერიის ცნობით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები, რათა მომხდარიყო დროული პრევენცია, ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა განცხადება როგორც სოციალურ ქსელში, ისე მედიასაშუალებებით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან, თბილისის მასშტაბით დაიწყო სანიტარული ჭრები და ჯამში მოიჭრება 20 000 ძირი დაავადებული (ხმობადი და ზეხმელი) ხე-მცენარე. აღმაშენებლის გამზირზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად, დაირგვება 23 ძირი სხვადასხვა სახეობის, 4 მეტრზე მაღალი ხე: 8 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი; 7 ძირი უნგრული ცაცხვი; 9 ძირი ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

იტვირთბა....