“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარსი, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების განცხადება, რომ შსს-მ ოპოზიცია საქმის კურსში ჩააყენა, მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, თელავში ყველა შესასვლელი გადაკეტილი იყო და მოძრაობაზე შეზღუდვები იყო დაწესებული.
„ეს არის ტყუილი გახარიას, ხელისუფლების მხრიდან, რომ იქ, თითქოს, რამე დაანონსებული იყო, რომ ეს გზა იქნებოდა დაკეტილი. კოლონა მოემართებოდა მიმართულებით. ყვარელში გადასასვლელი კიდევ მეორე ტყუილი, რაც ყვარლიდან შემოვლითი გზა არსებობდა, დღის განმავლობაში, როდესაც ჩვენ თელავში ვიკრიბებოდით ადგილობრივები, არაერთმა ადამიანმა დარეკა, რომ მაგალითად, აეროპორტთან ასევე გადაკეტილი იყო მოძრაობა და იქიდან ვერ შეძლეს ადამიანებმა მოსვლა… ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, რომ კომფორტში ეგრძნოთ საკუთარი თავი,“ – ამბობს ბოტკოველი და დასძენს, რომ ლოკაციის შეცვლით აქციის შეზღუდვა სცადეს, რადგან გამოყოფილი ტერიტორია აქციის მასშტაბურობას ვერ ასახავდა.