ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ია მეტრეველი: სააკაშვილმა გახადა ბუტას უბედურება პოლიტიკური

“პოლიტიკური სწორედ სააკაშვილმა გახადა ბუტას უბედურება”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა.

„პოლიტიკური სწორედ სააკაშვილმა გახადა ბუტას უბედურება. მთელი სისტემა იყო ჩართული ამ ტრაგედიაში. არ აკმარეს ბავშვს სიკვდილი და ბანდიტადაც გამოაცხადეს… ამ საქმეში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა, მინისტრიდან დაწყებული დამთავრებული ვითომ ჟურნალისტი დონაძით, რომელიც ხელმძღვანელობდა ყველაფერს. აი იქ იყო ზუსტად ყველაფერი პოლიტიკური. მათ გახადეს ეს საქმე პოლიტიკური“, – განაცხადა მეტრეველმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი 5 მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო.

 

 

იტვირთბა....