“ჩემი აზრით, საქმე გვაქვს პოლიტიკური ნიშნით შერჩევით სამართალთან. აქ იმაზე არაა საუბარი, დავით კირკიტაძის ქმედებაში იკვეთებოდა თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, როდესაც შერჩევით უდგები ამ საკითხს, როცა აკავებ მარტო იმას, ვინც არის შენთვის პოლიტიკურად მიუღებელი და სხვა მსგავს შემთხვევებზე არაფერს აკეთებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ნიშნით სამართლის აღსრულებასთან. ახალქალაქში შეუვარდნენ ოპოზიციას, დაასისხლიანეს ხალხი და არავინაა დაკავებული, კახეთშიც სცემეს ადამიანები, ცნობილია ვინ გააკეთა და არავინაა დაკავებული, რუსთავი2-ის ეთერში გავიდა კადრებით, თუ როგორ ხდება არჩევნების გაყალბება, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები არეგულირებს არჩევნების გაყალბების თემას და არც ამაზე დაუკავებიათ ვინმე”
იტვირთბა....