ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

საქართველოში საწვავი გაიაფდა

საქართველოში საწვავი, საშუალოდ, 5–7 თეთრით გაიაფდა, – ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ბენზინისა და დიზელის ღირებულება ნავთობპროდუქტების თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა. მედიასაშუალების ცნობით, „რომპეტროლის“ ქსელში ერთი ლიტრი ევრო რეგულარის ფასი 2.56 ლარი იყო, დღეს კი 2.49 ლარია. „ვისოლის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.54-დან 2.49-მდე შემცირდა. „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებში კი, ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.36-დან 2.29 ლარამდე დაიკლო. საწვავის გაიაფება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაიაფებას უკავშირდება.

იტვირთბა....