პაატა ბურჭულაძისგან განმარტებას ვითხოვ – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტს, სადაც პაატა ბუჭულაძემ ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით იმღერა..
„ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ფაქტი. ვწუხვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ, პუტინის თანდასწრებით სიმღერა ჩემთვის მიუღებელია. ვწუხვარ და ვითხოვ განმარტებას, მათ შორის, მისი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 15 დეკემბერს დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმრერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.