ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, საქმის დეტალების გასაცნობად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ლადო ბოცვაძეს და გამომძიებლებს უნდა შეხვდეს.

„ზაფხულის შემდეგ, რაც საქმე გამოიყო, კონტაქტი არ ყოფილა. გავაგზავნეთ ოფიციალური წერილი, რა ღონისძიებები მიმდინარეობს. შსს-ში დაგვიბარეს და მივდივართ საქმის გასაცნობად. ანალოგიური წერილი გავაგზავნეთ პროკურატურაშიც, საიდანაც პასუხი არ მოგვსვლია“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში 15:00 საათზე იგეგმება.

იტვირთბა....