ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც წვრილმანი დარღვევები ყოფილიყო ვალების განულების საიტზე” – ქობულია

მას შემდეგ რაც ვალების განულები სიაში გარდაცვლილები აღმოჩნდენ, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ხარვეზებზე საუბრობს.

მინისტრი ამბობს,რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.

„ვალების განულების პროგრამა მიმდინარეობს ისე, როგორც იყო დაგეგმილი და მე მგონია, რომ ყველა კმაყოფილი უნდა დარჩეს. თუ მცირე ხარვეზებია სადღაც, არა მგონია ამას რამე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც წვრილმანი დარღვევები ყოფილიყო იქ, მაგრამ ეს ალბათ ტექნიკური საკითხი არის და ალბათ ფინანსთა სამინისტრო მართავს ამ საკითხს,“ – ამბობს ქობულია

იტვირთბა....