aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ბურჭულაძეს პოლიტიკოსობაზე აქვს ხედვა, ნაკლებად მისაღებია მისი გამოსვლა სანქტ-პეტერბურგში” – სერგეენკო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტთან დაკავშირებით, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ბურჭულაძეს თუ პოლიტიკოსობაზე აქვს ისევ ხედვა, ნაკლებად მისაღების მისი გამოსვლა სანქტ-პეტერბურგში

„ორი მიმართულება არის – პოლიტიკა და ხელოვნება. ხელოვნების მიმართულებას ვერანაირად ვერ შევაფასებ, ეს თავად ხელოვანის გადასაწყვეტია, რა აუდიტორიის წინაშე იმღერებს. ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თუ მას პოლიტიკოსობაზე აქვს ისევ ხედვა, ალბათ ნაკლებად მისაღები იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ საოპერო მომღერალმა და პოლიტიკოსმა პაატა ბურჭულაძემ,  სანკტ-პეტერბურგში გამართულ იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.

იტვირთბა....