ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“ნეტკრედიტი”, “ვივუსი” და ა.შ. – vali.ge-ს შვიდი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

vali.ge-ს კიდევ შვიდი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ორგანიზაციებია:

შპს „კრედიტ ექსპერტ ჯორჯია“ (სესხის გამცემი: Wandoo.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Credium.ge);

შპს „გრანატ კაპიტალ“ (სესხის გამცემი: Netcredit.ge, Moneza.ge);

შპს „გრანატ ინვესთმენთ“ (სესხის გამცემი: Vivus.ge);

შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: Vivus.ge, Amica.ge, Moneybus.ge, Wincredit.ge, Moneyman.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Crediton.ge, Lendo.ge, Mamy.ge, Ipuli.ge, Okcredit.ge, Credium.ge, Solva.ge);

შპს „ფინანსური ბიურო“ (სესხის გამცემი: Moneza.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Vivus.ge);

შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიურო“ (სესხის გამცემი: Vivus.ge);

შპს „ფინანსური სექტორი“ (სესხის გამცემი: Ccloan.ge).

„აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა“, – აღნიშნავვენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 552 483 მსესხებლის 1,154,414 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 3,682,200,002 ლარია. ვებგვერდზე ატვირთულია 19 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: ბანკები: · „საქართველოს ბანკი“ · სს „თიბისი ბანკი“ · სს „ლიბერთი ბანკი“ · სს „სილქ როუდ ბანკი“ · სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ · სს „იშბანკი საქართველო“ · სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ · სს „ბაზისბანკი“ · სს „ტერაბანკი“ · სს „კრედო ბანკი“ არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები: * შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge) * შპს „ემ.კოლექტორი“ (სესხის გამცემი: sohocredit.ge) * შპს „კრედიტ ექსპერტ ჯორჯია“ (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge) * შპს „გრანატ კაპიტალ“ (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge) * შპს „გრანატ ინვესთმენთ“ (სესხის გამცემი: vivus.ge) * შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge) * შპს „ფინანსური ბიურო“ (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge) * შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge) * შპს „ფინანსური სექტორი“ (სესხის გამცემი: ccloan.ge) ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: • მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; • დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; • უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოწოდებულია საფინანსო ორგანიზაციების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს ვებგვერდზე წარმოდგენილ მონაცემებში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას. „პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები“, – აცხადებენ უწყებაში.

 

იტვირთბა....