მსოფლიო საპრეზიდენტო ინაუგურაციათა ისტორიაში ს.ზურაბიშვილის კურთხევა იყო ყველაზე სამარცხვინო. რეჟიმმა ვერ გაბედა დედაქალაქში ამ ცერემონიალის ჩატარება და სამარცხვინოდ გაიქცა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრიდან გალავნიან ციხე- სიმაგრეში. მე ერთადერთი პრეცენდენტი მახსენდება დედამიწაზე არა დედაქალაქში ფიცის დადებისა,როდესაც 1963 წლის 22 ნოემბერს, პრეზიდენტ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, დალასის აეროპორტში, პირდაპირ საპრეზიდენტო ბორტზე,მოსამართლე სარა ჰიუზის წინაშე ლინდონ ჯონსონმა წარმოთქვა საპრეზიდენტო ფიცის ტექსტი. მაგრამ ამას მოითხოვდა ამერიკული კანონმდებლობა—–არც ერთი წუთი სახელისუფლო ვაკუუმი. საქართველო კი უკვე რამდენი წელია ცხოვრობს არა მატო პოლიტიკურ ვაკუუმში, არამედ კატასტროფის უწყვეტ წრეზე მოძრაობს ორბიტას ასხლეტილი ცდომილივით.დღევანდელი დღეც ამის დასტურია” – წერს შავა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....