ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინტოქსიკაციის შედეგად ჰოსპიტალში გადაყვანილი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა უმძიმესია

სამეფოს ქუჩაზე ინტოქსიკაციის შედეგად ჰოსპიტალში გადაყვანილი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა უმძიმესია. ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადეს.

ჰოპსიტალის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 და 35 წლის ახალგაზრდები ინტქოსიკაციის დიაგნოზით მიიყვანეს. ”

შემოიყვანეს ორი პაციენტი. 25 და 35 წლის ახალგაზრდა მამაკაცები ინტოქსიკაციის დიაგნოზით. მათი მდგომარეობა არის უმძიმესი. რამ გამოიწვია მათი ინტოქსიკაცია, ამას გამოკვლევების შემდეგ დაადგენენ”, – განაცხადეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. შეგახსენებთ, გორში, სამეფოს ქუჩაზე,

ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა და ორი მძიმედაა.

შეგახსენებთ, რომ გორში, სამეფოს ქუჩაზე, ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა და ორი მძიმედაა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი ორივე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანა.

თავდაპირველი ვერსიით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. თუმცა, ახლა, სამართალდამცველები ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით მოხმარების ვერიასაც განიხილავენ.

ავტორი: მოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....