ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე იკრიბება და კარვებს შლის.
არა სალომეს! – ამ წარწერებით ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ორი კარავი განათავსეს.
რუსთაველის გამზირზე მისული ზვიად კუპრავას განცხადებით, ქვეყანას ჰყავს მთავარსარდალი, რომელსაც ჯარმა არ მისცა ხმა და ჰყავს პრეზიდენტი რომელსაც ხალხმა არ დაუჭირა მხარი.
“თითოეული მოქალაქე დაიცავს საკუთარ არჩევანს და არ მისცემს ესკობარის ხელისუფლებას იმ შესაძლებლობას, რომ არჩევნები გააყალბონ საქართველოში და გაყალბებული ნება მოახვიონ თავს ქართველ ერს,”- განაცხადა ზვიად კუპრავამ