ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სალომე ზურაბიშვილმა თავად დაწერა ის სიტყვა, რომელიც მხოლოდ გრამატიკულად და სტილისტურად გასწორდა”

“სალომე ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ  განაცხადა.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა თავად დაწერა ის სიტყვა, რომელიც მხოლოდ გრამატიკულად და სტილისტურად გასწორდა, გზავნილებთან დაკავშირებით მისთვის რჩევა არავის მიუცია.

ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს პატრიარქს, რათა მან საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად შეუდგეს მუშაობას.

იტვირთბა....