ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლაშა ჟვანია: პროტესტი დღევანდელ დღეს ნაკლებად უხდება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალი უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში.

მისი თქმით, მეხუთე პრეზიდენტად არჩეულია ქალი პირველად არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.

“დღეს არის განსაკუთრებული დღე არამხოლოდ იმიტომ, რომ ინაუგურაციის დღეა, არამედ იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის. ეს ფაქტი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, დღევანდელი დღე ყველასთვის იქნება ზეიმი და ასევე სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის”, – განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით,  საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკას ინაუგურაციაზე.

“ეს იყო საფრანგეთის პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილება. დამსხდარი მხოლოდ 800 ადამიანი ეტეოდა და გადაწყდა, რომ იდგებიან ფეხზე. ეს იყო სტუმრების გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ის არის დამოუკიდებელი, ყველას პრეზიდენტი. შესაბამისად, პროტესტი დღევანდელ დღეს ნაკლებად უხდება. უფრო მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმაზე, ეს ჩვენი გახლეჩილი საზოგადოება, როგორ გავერთიანდეთ”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

იტვირთბა....