ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ინაუგურაციაზე ფიცი დადო. ამასთან ერთად, საქართველოს განახლებული კონსტიტუცია ძალაში შევიდა.

“მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია (live)

 

იტვირთბა....