ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს.

დედოფალი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაგრძელებას.

„მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის განცხადებაში.

იტვირთბა....