თბილისის მერიის ცნობით, წინასაახალწლო სამზადისის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება და საახალწლო სოფელი მოეწყობა.
„დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.