ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნგრეთში შრომის ახალ კანონს აპროტესტებენ და მონურს უწოდებენ

უნგრეთში მოსახლეობის ნაწილი შრომის ახალი კანონის მიღებას აპროტესტებს. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, რომელიც 9 დეკემბერს შევიდა ძალაში, კომპანიებს უფლება აქვთ, თანამშრომელი ზეგანაკვეთურად 400 საათი ამუშაონ, კუთვნილი ანაზღაურების გადახდა კი სამი წლით გადაუვადონ.

აქციის მონაწილეები შეტანილ ცვლილებას მონურს უწოდებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. კანონის მიღება პარლამენტში ოპოზიციამაც გააპროტესტა. აღნიშნულ ცვლილებებს სავაჭრო გაერთიანებებიც ეწინააღმდეგებიან.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ახალი შრომის კანონმდებლობა ყველასთვის სასარგებლოა და უმუშევრობის შემცირებასაც შეუწყობს ხელს. “ჩვენი ამ პროცესს ბიუროკრატიას ვაშორებთ. ვისაც სურს მეტი გამოიმუშაოს, მეტი მუშაობა მოუწევს. კანონით ამ ხალხს ამის შესაძლებლობას ვაძლევთ,” – ამბობს ორბანი.

იტვირთბა....