ქუთაისი – ვანის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, ამიტომაც, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით , რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების უგულებელყოფას გულისხმობს.