“…მარგველაშვილს განა რეიტინგი არ შეუწყობდა ხელს, ის რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გასულიყო, მოიგებდა, სალომე ზურაბიშვილსაც მოუგებდა, რადგან ნამდვილი დამოუკიდებელი კანდიდატი თვითონ იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა არავის არ სწამს.
საინტერესო იქნება, კობახიძე გამოვიდეს და ცალკე იყაროს კენჭი. დაახლოებით 20-25 ხმა ექნება სავარაუდოდ და მარგველაშვილი ნამდვილად იქნებოდა მინიმუმ 400 000 ხმის მფლობელი. ირაკლი კობახიძე ჩვეულებრივი ნეო-ბოლშევიკია, რომ რასაც წინ დაუდებ და ეტყვი, რომ უნდა გაამართლოს, იმას გაამართლებს. კაცი არის კონსტიტუციონალიზმის პროფესორი, ბოლოსდაბოლოს გვახსოვდეს და წარმოიდგინეთ, კონსტიტუციის პროფესორს შეუძლია, თქვას, რომ 40%-ის მატარებელი პოლიტიკური პარტია არალეგიტიმურია. აქ რა პროფესიონალიზმზეა საუბარი?”, -გრიგოლ გეგელია, პოლიტოლოგი.
წყარო: პალიტრანიუსი