საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ინაუგურაციაზე სარკოზის ჩამოსვლის შესახებ დასტური უკვე მიიღო.
მედიასაშუალებიც ცნობით, ცერემონიას სომხეთის პრეზიდენტი, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.