ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს სასესხო ვალდებულების შეწყვეტას”

“საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია, იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ”, – ამის სესახებ ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების განმარტებით, არნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში, თუ მხარეები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული.

მათივე ცნობით, მემკვიდრეები ვალდებული არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას გარდაცვალების მომენტისთვის ჰქონდა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....