aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლადო აფხაზავა გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლადო აფხაზავა – საქართველოს 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი  „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდეტს შორის დასახელდა. ის დანარჩენ 50-თან ერთად, რამდენიმე ათას მასწავლებელს შორის შეირჩა.

ლადო აფხაზავა 2010 წლიდან სოფელ ჩიბათის სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს.

“სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას. მუდამ ცდილობს მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს მისი გაკვეთილი. ამისათვის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს და მოსწავლეებს ხშირად სთავაზობს განსხვავებულ გარემოში გაკვეთილების ჩატარებას. მისი ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. მას სწამს, რომ მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია.

ამ დროისთვის, ლადო აფხაზავას შეფარებული ყავს რვა მოსწავლე, რომლებმაც ოჯახური ძალადობის გამო მშობელთა სახლები დატოვეს. მან სკოლაში დაიწყო პროგრამა „დემოკრატიული რევოლუცია“ რომლიც მიმსგავსებულია სახელმწიფოს მართვასთან და ამით უფრო მეტი მოსწავლე ჩართო სასწავლო პროცესში. მისი სწავლის მეთოდებითა და მიდგომებით სკოლა უფრო ღია გახდა, გაუმჯობესდა კომუნიკაცია მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შორის. ამით მოსწავლეებმა უფრო აქტიური როლი შეიძინეს სკოლაში. საკუთარი პროგრამა მან კიდევ 14 სხვა სკოლაში მიიტანა და განახორციელა, ეს ნიშნავს რომ ის ქვეყნის შიგნით მოგზაურობს და ეხმარება სხვა საჯარო სკოლებსაც კონსულტაციებით“, – , — ნათქვამია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებსაიტზე.

 

იტვირთბა....