aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბუტა რობაქიძის საქმეზე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დღეს დასრულდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბუტა რობაქიძის საქმეზე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დღეს დასრულდება.

სხდომაზე, რომელიც 11 საათზეა ბრალდებული ზურაბ მიქაძე, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას დაასრულებს, ამის შემდეგ მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ, ბრალდებულები კი სიტყვით ისარგებლებენ.

სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, გაუფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ზაზა ბაქრაძეს, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და იარაღის უკანონო გადაზიდვის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია.

ზაზა ბაქრაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილის გაყალბებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს კი, 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დღევანდელი სხდომა თითქმის ხუთწლიანი სასამართლო განხილვის ფარგლებში ბოლო იქნება.

აღნიშნუ საქმეზე ბრალდებულები არიან: ზაზა ბაქრაძე, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

 

იტვირთბა....