ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველების ვალდებულებაა, ოსებს უფასოდ უმკურნალონ” – ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ ქართველები ვალდებულები არიან ოსებს უფასოდ უმკურნალონ.

“1993 წლის 14 სექტემბერს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დაიდო შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რაიონების ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ, რომელშიც საუბარია 34 მლრდ 200 მლნ რუბლზე, რომლის 2/3 ქართულ მხარეს უნდა დაეფარა იმის რეაბილიტაციისთვის, რაც იმ კონფლიქტის დროს აქ დაატრიალა, ხოლო 1/3 – რუსეთს.

რუსეთმა თავისი ვალდებულება დიდი ხანია, შეასრულა, საქართველოსთვის კი იგი დღემდე მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ასე, რომ როდესაც ქართველები დღეს ნიშნის მოგებით ამბობენ, თითქოს უფასოდ გვმკურნალობენ, ეს ასე სულაც არ არის” – განაცხადა მედოევმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მედოევმა ასევე განმარტებები გააკეთა ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთასა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასოდ მკურნალობაზე:

“სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს სულ 1212 გასვლა დაფიქსირდა, მათგან 65 პაციენტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა. ამ რაოდენობაში არ შედიან ის პაციენტები, რომლებიც იქიდან რეანომობილებით დააბრუნეს და შემდეგ აქ გარდაიცვალნენ” – თქვა მედოევმა.

იტვირთბა....