ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამბობდნენ, რომ ქვეყნის გადატრიალებას ვგეგმავდი, მაგრამ შევძელი და გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი”

გიორგი მარგველაშვილი მისი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წელს აფასებს. როგორც მან განაცხადა შეძლო და გახდა ზეპარტიული პრეზიდენტი.

როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ბრალდებების ფონზე უწევდა შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულებები, მან მოახერხა ის, რომ არ მოექცა პარტიული გავლენების ქვეშ.

“მე გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი, პირველივე დღიდან მე მეძახდნენ სააკაშვილთან შეკრულს. ძალიან სერიოზული თანამდებობის პირები მოითხოვდნენ გამოძიებას რაღაც საიტზე ატვირთულ ინფორმაციაზე, რომ ვხვდებოდი სააკაშვილს და ვაპირებდი ქვეყანა გადამეტრიალებინა. ამ ფონზე მე შევძელი და გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც საჭირო იყო ის იყენებდა ვეტოს უფლებას.

გარდა ამისა, პრეზიდენტი იხსენებს, რომ იყო შემთხვევები როდესაც  პატიმრის შეწყალების დროს მას საყვედურობდნენ, რომ შეწყალებული პირის ძმა იყო ნაციონალი და ის საპყრობილედან ამ მოტივით არ უნდა გამოეშვა. გიორგი მარგველაშვილის აცხადებს, რომ პარტიული ნიშნით მას გადაწყვეტილება არასდროს მიუღია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

იტვირთბა....