მთავარი ციტატა

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”

საკონსტიტუციო სასამართლო გასცდა სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იჭრება პარლამენტის პრეროგატივაში და ცდილობს მის ჩანაცვლებას. სხვა სახელი არ შეიძლება დაერქვას იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ის იღებს, მათ შორის ნარკოტიკების ლეგალიზაციისა და მიწის თაობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი უფლებამოსილება უნდა გადაეცეს ჩვეულებრივ სასამართლოებს, როგორც ეს მაგალითად აშშ-ში, ბრიტანეთში, კანადასა და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშია, რათა შესაძლებელი იყოს ინსტანციურობა, ანუ საკამათო გადაწყვეტილებების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციებში. ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

უნდა შეიცვალოს არასწორი განმარტება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-14 მუხლს მისცა, რომ თურმე ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება გულისხმობს თვითდაზიანების უფლებას ნარკოტიკების მოხმარების გზით. უნდა ჩაიწეროს, რომ ეს უფლება თვითდაზიანებას, დეგრადირებასა და თვითგანადგურებას არ გულისხმობს და პარლამენტს ნარკოტიკული ნივთიერებების როგორც გასაღების, ისე მოხმარების შეზღუდვა და აკრძალვაც უნდა შეეძლოს. პირდაპირ ვუკავშირებ გაზრდილ სიკვდილიანობას და ლიბერალურ პოლიტიკას ერთმანეთს, რადგან მარიხუანას სარგებლიანობის პროპაგანდა მიდის სხვადასხვა მედიასაშუალებაში. “ქართულ ოცნებას” აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეუძლია, გააკეთოს ცვლილება კონსტიტუციაში 76 ხელმოწერის შეგროვებით. თქვე დალოცვილებო, რას გვაწვალებთ 200 000 ხელმოწერის შეგროვებაზე?” – განაცხადა დავითაშვილმა

იტვირთბა....