ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს კანონმდებლობა მე არ მეხება” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების შესახებ

საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.

ზურაბიშვილის თქმით, იდეა კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მას არ ეკუთვნის. მისივე თქმით, ჯერ არც ის აქვ გადაწყვეტილი, როგორ დააკომპლექტებს ადმინისტრაციას.

„ეს კანონმდებლობა მე არ მეხება. მე არ მაქვს მიღებული კანონი. კანონმდებელ ორგანოს ეხება ეს და იქ უნდა მიმართოთ თქვენი კითხვებით. მე ვინ რას აცხადებს არ ვიცი მაგრამ კანონმდებელი ორგანო არ არის ჩემთან დაკავშირებული, არის დამოუკიდებელი. პრეზიდენტი სხვა რამე არის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ცალკე და მე არ მაქვს მიღებული არანაირი ჯერ გადაწყვეტილება ამის შესახებ,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საუბარია ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების და კონპენსაციის გარეშე გაათავისუფლოს.

ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის სურვილს უკავშირდება აღნიშნული ცვლილებები.

აღნიშნული კანონპროექტის შესაბამისად, მარგველაშვილის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება.

იტვირთბა....