საპარლამენტო უმცირესობაპარლამენტში ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს. მათ აინტერესებთ, ასრულებენ თუ არა უწყებბი რეკომენდაციებს, რომელიც ე.წ. ხორავას საქმის შესახებ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გასცა. პარტია აღნიშნულ საკითხს დღეს იუდიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავს:
„”ევროპული საქართველო” ითხოვს, რომ განვიხილოთ რეზოლუცია, რომლის თანახმადაც პარლამენტი ითხოვს რომ მოისმინოს ანგარიში შსს-სგან, ასევე პროკურატურისგან. თუ როგორ სრულდება ის რეკომენდაციები, რომელიც გასცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. ჩვენი ინფორმაციით, აქ არ არის რეკომენდაციები შესრულებული,“-განაცხადა სერგო რატიანმა.