“ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობაზე საუბრობს და ხელს „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს.
„ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობაზე საუბრობს და ხელს „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს. ნიკა მელია 45 სხდომიდან ორ სხდომას დაესწრო, სადაც პარტიიდან მინიჭებული უფლებამოსილებით იყო მოსული, რომ პროვოკაცია მოეწყო, პარლამენტისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, რამენაირად ხელი მოხვედროდა და რომელიმე დეპუტატი პროვოკაციაზე წამოეგო. ამასაც კი ახერხებს ხოლმე მაშინ, როცა ვცდილობთ, მის პროვოკაციას მოთმინებით შევხვდეთ. ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს დაპირისპირება მოხდა არჩევნების შედების თემაზე. სიტყვიერი დაპირისპირებები ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადავიდა. იხილეთ ვიდეო
“თქვენ ხართ დამნაშავეები და კრიმინალები, ბრმა მორჩილებაში მყოფი”