„თელავის გალავანს ძალიან ბევრი უნახავს ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და ამასაც გადაიტანს“ – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ თელავში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გადაცდომების შემთხვევაში ხელისუფლებას ადეკვატური პასუხი ექნება.
„ამ ხალხმა ვერ გაიგო ან არ უნდა გაგება, რომ არჩევნები დამთავრდა და წააგეს. რომ ყოფილიყო 2%, მეც დავფიქრდებოდი, მაგრამ არც ხუთია, არც ათია, არც თხუთმეტი, ოცამდეა. რაც შეეხება თელავში აქციის გამართვას, თელავის გალავანს ძალიან ბევრი რამე ახსოვს, ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული, ამასაც გადაიტანს და თუ კი გავლენ კონსტიტუციური ჩარჩოდან ბუნებრივია, რომ ადგილები მზად არის. მაგრამ მგონი არავინ იზიარებს სააკაშვილის მოწოდებას, რომ თქვენ გაიტეხეთ თავები და მე აქედან კარგად ვარ და აბა მიყვარს საქართველო. თუ გავლენ, ნებისმიერი ადამიანი მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის. ისე, აქციების ჩატარება, როცა იყო ტრამპის ინაუგურაცია, მოშორებით, დემოკრატიული პროცესია“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რო 16 დეკემბერს, თელავში, არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, გაერტიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება.