სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან არჩეული პრეზიდენტის რანგში ეს პირველი შეხვედრა იქნება.
„ველოდები არჩეულ პრეზიდენტთან პირველ შეხვედრას. წარსულში მრავალი წლის წინ ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ, თუმცა ამ სტატუსით ეს პირველი შეხვედრა იქნება. უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვხატო ნატო-ს მხარდაჭერა ამ ქვეყნის მიმართ, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, მისი ინტეგრაციისადმი. წავიკითხე მისი წერილი „ფაინენშელ თაიმსში“, სადაც მკაფიოდ განაცხადა, რომ განზრახული აქვს ქართველი ხალხის ნების შესრულება, რომელიც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. ეს იყო ძლიერი გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ ნატო-ში. ახლა უნდა განვიხილოთ, როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ასევე უნდა გადავცე მილოცვა პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება არჩევნების დროს პოლარიზებული დებატების გამო, საჭიროა ამის გადალახვა, რომ პოლიტიკური პროცესი ინკლუზიური გახდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე არის მისი განზრახვა. ასე რომ ველოდები მასთან შეხვედრას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ამავე თემაზე: აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი
აპატურაი: ზურაბიშვილი იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე