“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტიური წევრი ლევან ხაბეიშვილი დღეს სუს-შია დაბარებული. როგორც ირკვევა, მას ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხავენ.
თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ საგამოძიებო უწყებისთვის სარესტორნო ხარჯებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აპირებს.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სუს-ში ის იმ დოკუმენტებს წარადგენს, სადაც დადასტურდება, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
შეგახსენებთ, საუბარია 4 თვის წინ მთავრობის სარესტორნო ხარჯებზე, რომელმაც 4 მილიონი ლარი შეადგინა.