იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე,
ოდრე აზულე აღნიშნავს, რომ არ დაიშურებს ძალისხმებას, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოსა და იუნესკოს თანამშრომლობა.
„ქალბატონო (არჩეულო) პრეზიlomდენტო, მს ურს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით გულითადად მოგილოცოთ და დიდი წარმატებები გისურვოთ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და იუნესკო-ს შორის უკვე არსებული საუცხოო ურთიერთობები, თქვენი ძალისხმევით, კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი მხრივ, არ მოვაკლებ მცდელობას, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და კომუნიკაციის მეშვეობით, მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კულტურათშორისი დიალოგის განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებაში და გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია ოდრე აზულეს მილოცვაში.
წყარო: 1TV.ge