ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. გარდა ამისა, ის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს.

როგორც აპატურაიმ განაცხადა, საქართველოს საპარეზიდენტო არჩევნების საბოლოო შეფასება იყო პოზიტიური.

მისი თქმით, არჩევნები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც სამართლიანი, თუმცა იყო ხარვეზებიც, რომლებიც მომავალ არჩევნებზე უნდა გამოსწორდეს.

„არჩევნები როგორც ნატო-ს, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ეუთო-ს ჩათვლით, შეფასდა როგორც ღია და სამართლიანი. თუმცა არსებობდა გარკვეული კრიტიკა, მაღალი პოლიტიკური რიტორიკის მიმართ და ჩვენ ეს დავინახეთ. არსებობდა მშვიდი პოლიტიკური გარემოს შექმნის მოთხოვნა და ვიმედოვნებთ, მომავალ არჩევნებზე ეს მოხდება, თუმცა საბოლოო შეფასება იყო პოზიტიური“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

იტვირთბა....