ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში, სახლში ნაცემი მივიდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ის კომაში ჩავარდა.

როგორც გარდაცვლილი მოზარდის მამა იდაიფ ბადალოვის ამბობს, ოჯახისთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, პოლიცია კი იმის გამო, რომ ის არასრულწლოვანია, არ ცდილობს მის დაკავებას.

ადგილობრივების ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს, ეზოში თამაშის დროს ხელი კრეს, რომელიც კი წამოდგა და თამაში გააგრძელა, მაგრამ მოგვიანებით შეუძლოდ გახდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძინე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

გარდაცვლილ ბავშვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის ბოლნისში გადაასვენეს.

იტვირთბა....