ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აპატურაი: ზურაბიშვილი იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის, ჯეიმს აპატურაის შეფასებით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლოიალური და დიდი გამოცდილების მქონე ქართველი პოლიტიკოსია.

მისი თქმით, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

„საერთაშორისო საზოგადოება მომავალ პრეზიდენტს მრავალი წელია ვიცნობთ, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩათვლით. ის არის ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსი. მე ვნახე მისი გამოცემები „Financial Times”- ში, სადაც საუბრობდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მის მიერ გაწეულ უდიდეს ძალისხმევაზე. მოუთმენლად ველოდები ხვალ მასთან შეხვედრას. რაც ჩვენ მის გამოცემაში ვნახეთ და აგრეთვე რაც მასთან პირად საუბრებში მოვისმინეთ, მარწმუნებს, რომ გააკეთებს იმას, რაც თქვა, აღასრულოს ქართველი ხალხის ნება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....