ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

„ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე: სესხების განულების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

“სესხების განულების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ პირველ არხს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ვებგვერდზე vali.ge ატვირთულია სიები, რაც ჯამში უკვე 407 ათასზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, სესხების ჯამურმა რაოდენობამ კი, 679 000 შეადგინა.

„პროცესი გრძელდება. დღესაც მიმდინარეობს ახალ საკრედიტო დაწესებულებებთან პროცედურები. დაგვემატება რამდენიმე ბანკი და ვვარაუდობთ, რომ ბენეფიციართა რაოდენობა კიდევ 200 000-ით გაიზრდება. მომხმარებლებს რაც შეეხება, ფიზიკურ პირებს, ვინც მიიღო სარგებელი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, არანაირი ქმედების განხორციელება არ ესაჭიროებათ. საიტი არის შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს მათი სწორი ინფორმირება, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს, შეიყვანოს თავისი პირადი ნომერი და დაბადების თარიღი, გადაამოწმოს არის თუ არა ამ პროგრამის ბენეფიციარი“, – განაცხადა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მომხმარებლების მხრიდან არანაირი დამატებითი რეგისტრაცია ან სხვა აქტივობა საჭირო არ არის. ამასთან, მისი თქმით, ფონდ „ქართუსა“ და ბანკებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. „ჩვენ ვამოწმებთ სიებს, რასაც ბანკები წარგვიდგენენ. ეს ორმხრივი პროცესია. ბანკი გვაწვდის სიას, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს, რომ უნდა გადმოგვცეს. ამ გადაწყვეტილებას ბანკი იღებს. ჩვენ შეგვიძლია, გადავამოწმოთ ეს სიები, მათი სიზუსტე. შესაბამისად მოქალაქეთა სია, რომელიც აიტვირთა საიტზე, ისინი არიან პროგრამის ბენეფიციარები“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

იტვირთბა....