მთავარი ციტატა

“ლამისყანას და ოკამს შუა არაბული სოფელი შენდება”

“ხეკორძულას ხეობიდან დაწყებული, ნიჩბისი, კავთისხევი, ნოსტე, ერთაწმინდა… ეს მიწები, ასეულობით ჰექტარი უცხოელებზეა მიყიდული. ისტორიული სოფლები, ლამისყანა, თხოთის მთა, ქრისტიანული მისტერიის დიდი ადგილი, წმინდა ნინოს ეკლესიის გარშემო ტერიტორია, 40 ჰექტრამდე, მაჰმადიანებზეა მიყიდული, ასევე, გორის ხაშურის, კახეთის მხარე…. ეს ტერიტორიები უცხოელების ხელშია. ლამისყანას და ოკამს შუა შენდება არაბული სოფელი, ქართული სოფელი ჩანაგდება, ეს პროცესი დაიწყო ძალიან შეგნებულად, როცა ქართველ გლეხს არ მისცეს უფლება თავისი პროდუქციით მოემარაგებინა ქვეყანა, შემოსულ პროდუქციას არ აქვს განბაჟების გადასახადი, ქართველი გლეხი კი ნიორს 50 თეთრად ვერ აბარებს, ეს არის შეგნებული პროცესი”, – ვაჟა ოთარაშილი, პატრიოტთა ალიანსი.

TV პირველის ეთერი.

 

იტვირთბა....