“აბსოლუტურად გამოვრიცხავ, ბრალდებას, რომ ვიღაცის კერძო ინტერესის საგანი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მორატორიუმის შეწყვეტა. მართალია, მე არ ვეთანხმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ინსტიტუციებს პატივი უნდა ვცეთ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ლოგიკური, ვინაიდან ეს პრეცედენტი უკვე იყო, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება. ტექნიკურად, შესაძლებელი იყო ამ უხერხულობის თავიდან აცილება, რომ გაეკეთებინათ განმარტება. ნაწილობრივ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შეიქმნა თეორიული რისკები.
2 დღეა ინტენსიური კომუნიკაცია მაქვს იუსტიციის სამინისტროსთან, რა თქმა უნდა, დეტალურად ვფლობ ინფორმაციას, დარჩა სამი სამუშაო დღე, ეს არის ძალიან ცოტა, რომელიმე კონკრეტული ტრანზაქციისთვის, ფიზიკური პირის მხრიდან, რადგან ეს მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხებათ, ამის ეჭვი არის მინიმუმი, განცხადებები ისედაც ხშირად ხარვეზდება არსრულობის გამო”, – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია.
TVპირველი ეთერი.