ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

უფილტრო სიგარეტზე აქციზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზს გაუტოლდება

როგორც “ქართული ოცნების”  წევრი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, მზად არის საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები ინიცირებისათვის, რომლის მიხედვითაც, უფილტრო სიგარეტზე აქციზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზს გაუტოლდება.

მისი თქმით, აღარ იარსებებს იმის ეფექტი, რომ ფილტრიანი სიგარეტიდან უფილტროზე გადასვლა მისი იაფობით არის გამოწვეული. ზოიძე ფიქრობს, რომ 2024 წლამდე აქციზი მთლიანი ფასის 60% უნდა გახდეს.

ზოიძემ მცირე სტატისტიკაც მოიყვანა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა თამბაქოს მოხმარების კუთხით ეპიდემიის წითელ ხაზზეა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ  ეს პროცესი როგორმე შეჩერდეს.

 

იტვირთბა....