2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე გამოვლინდა
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნესრეიტინგის ფარგლებში, რომელიც წელს, ტრადიციულად, XIX-ედ ტარდება, 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე გამოვლინდა.
ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება თბილისი გარდენ ჰოლში, 14 დეკემბერს გაიმართება, სადაც, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია – გრან-პრის მფლობელი, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდება.
Investment Award – ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი, კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები არიან:
1 – ავერსი
2 – ასკანელი ძმები
3 – ბადაგონი
4 – ბაზისბანკი
5 – ბრავო რექორდს
6 – გალფი
7 – გეოპლანტი/გურიელი
8 – გიუაანი
9 – დანკინ’ დონატსი
10 – დუგლაძეების ღვინის კომპანია
11 – ენ სი სი
12 – ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი
13 – ზარაფხანა
14 – კავკასიის ავტოიმპორტი
15 – ლილო მოლი
16 – ნიკორა სუპერმარკეტი
17 – ორბი ჯგუფი
18 – პე ეს პე ჯგუფი
19 – პეტროკას ენერჯი ჯგუფი
20 – სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
21 – სარაჯიშვილი
22 – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
23 – სოკარი
24 – ტოიოტა ცენტრი თბილისი
25 – ქედი სტუდიო
26 – შუხმან ვაინს ჯორჯია
27 – ჯორჯიან პროდაქტს
წლის საუკეთესო ინვესტორები არიან:
1- დრიმლენდ ოაზისი
2 – ლისი დეველოპმენტი
3 – მეღვინეობა შილდა
4 – ქართული ზეთისხილი
5 – ჯეოსთილი
6 – ჯორჯიან მანგანეზი
წელს, საპატიო სტუმრების სტატუსით ღონისძიებაზე შემდეგი კომპანიები იქნებიან:
1 – საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“
2 – სიღნაღის არტ ჰოტელი
3 – შავი ზღვის უნივერსიტეტი
4 – ღვინის ეზო N1
5 – წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო
შეგახსენებთ, რომ მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერია ინტერნეტ-გაზეთი “მეტრონომი”.
P.S. კომპანიებისა და ინვესტორების ჩამონათვალი დალაგებულია ანბანის მიხედვით.