ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს მარტვილში საფლავის გათხრისას აღმოჩენილ ოქროსა და ვერცხლის მონეტების საქმეს იძიებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მოქალაქეებმა საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის მონეტები იპოვეს და ნივთების ნაწილი გარდაცვლილის ოჯახს გადასცეს. ოჯახის წევრებმა ძვირფასეულობა მუზეუმს ჩააბარეს.

დანარჩენი ოქროსა და ვერცხლის მონეტები ქუთაისში ლომბარდში აღმოჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ დანარჩენი ძვირფასი ნივთები მპოვნელებმა ლომბარდში ჩააბარეს.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივებმა თანასოფლელის დასაკრძალად საფლავის გათხრისას თიხის ქოთანი იპოვეს, რომელშიც ოქროს და ვერცხლის მონეტები ეყარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....