ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“სომხეთი ნატოსკენ არ მიისწრაფვის, მაგრამ ალიანსთან ურთიერთობას ინარჩუნებს”

სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის პარტიამ 9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა განაცხადა, რომ სომხეთი ნატოსკენ არ მიისწრაფვის, მაგრამ ალიანსთან ურთიერთობას ინარჩუნებს.

„ჩვენ გვაქვს ნატოსთან ურთიერთობა, ისინი დაკავშირებულია სამშვიდობო მისიებთან, მათ შორის, კოსოვოში, ავღანეთში და ჩვენ განვაგრძობთ ამ თანამშრომლობას. თუმცა, ჩვენ არ მივისწრაფვით ნატოში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთანაც და ევროკავშირთანაც, მაგრამ არ იქნება ვინმეს გავლენის ქვეშ.

იტვირთბა....