ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პაატა ბურჭულაძისა და კობა დავითაშვილის სასამართლო საქმის არსებითი განხილვა იწყება

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ – სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს.

წინა სასამართლო სხდომაზე კობა დავითაშვილმა საქმის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს თხოვნა და არსებითი განხილვა სწორედ დღეს დაინიშნა.

„კობა დავითაშვილს რომ არ აქვს არანაირი მტკიცებულება გამოჩნდა მათ მიერ წარმოდგენილი შესაგებლითწელიწად-ნახევარზე მეტია მიმდინარეობს სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება და დღეის მდგომარეობით, არათუ ბატონ პაატას, არამედ არცერთ პირს, „იავნანას“ საქმეში ბრალიც კი არ აქვს წაყენებული“- ამბობს ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....