aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სპორტი

რონალდო მესის სერია A-ში ეპატიჟება

aviabiletebi
ავიაბილეთები

La Gazzetta dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში, კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის გამოწვევის მიღება და იტალიაში გადასვლა ურჩია.

„მე ვთამაშობდი ინგლისში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში, ასევე ნაკრებში. დასამტკიცებელი ნამდვილად არაფერი მაქვს. მესის კი მხოლოდ ესპანეთსა და არგენტინის ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს. მე მას ბევრად უფრო ვჭირდები. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მინდა, მანაც მიიღოს გამოწვევა და იტალიაში წამოვიდეს. თუმცა, თუ მესი ესპანეთში თავს კარგად გრძნობს, მის არჩევანს პატივს ვცემ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მე კი ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. დავამტკიცე, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბში შემიძლია. ახლა მინდა, „იუვენტუსთან“ ერთად გავიმარჯვო. სხვა დანარჩენი წარსულია.“ – განაცხადა რონალდომ „La Gazzetta dello Sport“-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდო ცოტა ხნის წინა მადრიდის რელიდან იუვენტუსში გადავიდა.

იტვირთბა....