აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არის თუ არა განხეთქილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – “ეს დარჩება ივანიშვილის აუსრულებელ ოცნებად”

„ყოველი არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ამოსავალი წერტილი და მისი მთავარი დღის წესრიგი არის ოპოზიციურ ძალებში განხეთქილების შეტანა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „მეტრონომის“ შეკითხვის, არის თუ არა პარტიაში განხეთქილების ნიშნები, საპასუხოდ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს, უფრო ფართომასშტაბიანი გახადოს საერთო ფრონტი.

„ყოველი არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ამოსავალი წერტილი და მისი მთავარი დღის წესრიგი არის ოპოზიციურ ძალებში განხეთქილების შეტანა. მისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ის ოპოზიციური ძალა, რომელმაც მიიღო მეტი ხმა ამ არჩევნებში, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს, როდესაც გაიფორმა საკონსტიტუციო უმრავლესობა. შესაბამისად, გასაგებია, რომ მისთვის გაერთიანებული ოპოზიცია ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ყველანაირად ეცდება, მათ შორის, მის მიერ მართული ტელევიზიების გამოყენებით, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გაავრცელოს, თუმცა ეს დარჩება მის აუსრულებელ ოცნებად, რადგან ჩვენ ვაპირებთ უფრო ფართომასშტაბიანი გავხადოთ საერთო ოპოზიციური ფრონტი, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მიუხედავად თინა ბოკუჩავას უარყოფისა, პარტიაში გარკვეული უთანხმოების ნიშნები აშკარაა – 7 დეკემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.

სამადაშვილის განცხადების მოჰყვა პარტიის წევრის, ნინო კალანდაძის  პოსტი, სოციალურ ქსელ Facebook-ზე, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ განცხადებას უკავშირდებოდა –  შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც?

ამასთანავე, ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ოპოზიციას მიმართავს: “ძირს კინკლაობა! ერთიანობის დროა! ან თქვენ გადაარჩენთ ქვეყანის დემოკრატიის მომავალს, ან ავტოკრატია გადაგვყლაპავს ყველას ერთად და მოგვისპობს ხვალინდელ დღეს”.

სამადაშვილი: არ ვაპირებ მონაწილეობას აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს

https://www.facebook.com/nino.kalandadze.969/posts/10217721143209654

 

ხელისუფლება რომ ხარ და რომ იცი, 900.000 ამომრჩეველმა უარი გითხრა ბოლო არჩევნებზე (იმაზე მეტმა, ვიდრე საკონსტიტუციო…

Gepostet von Nika Gvaramia am Samstag, 8. Dezember 2018

იტვირთბა....