მთავარი ციტატა

“მომრავლდა ადამიანები, ვისი სპეციალობაც გახდა სამშობლოს სიყვარული”

“მე ვატყობ რომ დღეს მომრავლდა საქართველოში ადამიანები, ვისი სპეციალობაც გახდა სამშობლოს სიყვარული. თუ სამშობლოს სიყვარული ხდება სპეციალობა, ალბათ ეს ხელმოცარული ადამიანების პრივილეგიაა. რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწიეს და სპეციალობად გაიხადეს სამშობლოს სიყვარული… თუ მომრავლდა ასეთი ადამიანების რაოდენობა, რა თქმა უნდა სამშობლოს ეს არ გამოადგება. სამშობლოს სიყვარული იმდენად ინტიმური გრძნობაა, ისეთივე როგორიც სიყვარული მშობლებისადმი, შვილებისადმი, ამას აფიშირება არ სჭირდება და დღეს რაც ხდება ჩემს გარშემო, ჩემს ქალაქში, რაღაც მარშები ეწყობა, ყვირიან, ღრიალებენ, უარყოფენ რაღაცას… აი, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანები, არიან ხელმოცარულები და მეტი არაფერი არ დარჩენიათ რომ ასე გამოხატონ სიყვარული სამშობლოსადმი. მაგრამ ის, რომ არსებობს სპეციალობა, ის, რომ არსებობს შრომა, ის, რომ არსებობს განათლება, რომელიც შეიძლება გამოადგეს შენს სამშობლოს, ამ ადამიანებს დავიწყებული აქვთ”.- გია ყანჩელი, კომპოზიტორი.

 

იტვირთბა....